Thursday, June 8, 2017

გაკვეთილის გეგმა

სისხლი და სისხლის უჯრედები

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელწოდება:ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები.

2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაეცნონ და შეისწავლონ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები სტიმულატორები, დეპრესანტები, ნარკოტიკები, ჰალუცინოგენები. ისაუბრონ მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე. იმსჯელონ და გაანალიზონ მათ სწორ და არასწორ გამოყენებაზე.

3.პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა გაეცნონ ნერვულ სისტემაზე, კონკრეტულად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მოქმედი ერთერთი ნივთიერებების ჯგუფი,რომელიც გავლენას ახდენს მათ ნორმალურ  ფუნქციონირებაზე,ისწავლონ თითოეულს  ცალ-ცალკე. იმსჯელონ,მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.

4.მოსწავლეთა ასაკი: მე-10 კლასი.15-16 წელი.

5.ვადები- ხანგრძლივობა: 5დღე.

6.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ და გაეცნობიან რომ რა გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ნარკოტიკები, დეპრესანტები, სტიმულარორები, ჰალუცინოგენები.

მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება.რომ ნარკოტიკების მიღება არ შეიძლება  ექიმის დანიშნულების გარეშე, აგრეთვე ამ ნივთიერებებისაგან ამზადებენ პრეპარატებს და რომ ამ პრეპარეტების გამოყენება რაოდენობის ზრდა  ორგანიზმისათვის დამღუპველია.მოსწავლეები გაეცნობიან მათ საჭიროებებს და აუცილებლობას მედიცინაში პაციენტებთან მძიმე დაავადებების  სამკურნალოდ მაგ. როგორიცაა სიმსივნე, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი,ჭარბი წონის ადამიანებთან და ა.შ.გააცნობენ თავიანთ თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით მოძიებულ ინფორმაციას და გაანალიზებენ და შეაფასებენ ერთობლივად.

7.პროექტის საჭირო ძირითადი  რესურსები:მარკერი, დიდი ფორმატის  ქაღალდი,დაფა, ცარცი, ბარაბების  ყუთი, ინტერნეტ რესურსი:http://qristinekutaladze.blogspot.com/p/blog-page_27.html




8.პროექტის მსვლელობა: ვთავაზობთ მოსწავლეებს გაიხსენონ,რა ახდენ გავლენას  ადამიანის ნერვულ სისტემაზე? კითხვას ვწერ დაფაზე და მოსწავლეები ასახელაბენ კითხვის პასუხებს ნარკოტიკზე,ალკოჰოლზე,  თამბაქოზე ა.შ. აქვე ხასგასმით ავღნიშნავთ მათ  სასიკეთო ზეგავლენას  ადამიანის ჯამრთელობაზე თუ ის ექიმის  დანიშნულებით მიიღება
დოზირებულად.მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ ინტერნეტ რესურსის საშუალებით მოეძიათ ინფორმაცია ნერვულ სისტემაზე  მოქმედი საშუალებებზე. კლას ვყოფ ჯგუფებად  ვაძლევ მარკერებს და დიდი ფორმის  ფურცლებს.ერთმა ჯგუფმა უნდა აღწეროს ნარკოტიკები,  მეორემ დეპრესანტები და  ა. შ. ეძლევათ დრო  10 წუთი, შემდეგ ახდენენ კონკრეტული დავალების  აღწერას  და მოკლე წინადადებებით წარმოადგენენ ფურცლებზე  დავალებებს მაგ.რომელ ჯგუფს მიეკუთვნება  სტიმულატორები, დეპრესანტები თუ ნარკოტიკია.მაგ. ნარკოტიკში შემავალი ნივთიერებეია ჰეროინი  და მორფინი. თითოეული ჯგუფები ერთმანეთს  გააცნობენ  ახალ ინფორმაციას  ისაუბრებენ  მათ დადებით და უარყოფით  მხარეებზე. გავმართავ მარტივ ინტერაქტიულ კითხვა პასუხის გამოყენებით.მაგ მოსწავლეები ისაუბრებენ ალკოჰოლზე-დეპრესანტია. ის  ახდენს  გავლენას  თავის ტვინის  ქერქზე, მოქმედებს ადმიანის ემოციის ცენტრებზე, ნათხემზე ზემოქმედებისას ირღვევა კორდინაცია.ლიდევ უფრო მაგალმა დოზამ შესაძლოა ადამიანის სუნთქვა შეაჩეროს. ხოლო მცირე  დოზირებული დოზით  ის სასარგრბლოა,  აფართოებს  სისხლძარღვებს  და უზრუნველყოფს  ნივთიერებათა ცვლას.შემომაქვს ბარათების  ყუთი,  რომელშიც  მოთავსებულია ფურცლები მასზე წერია მცდარი და სწორი დებულებები ამომაქვს  რიგრიგობით ცალ-ცალკე და ვაძლევთ ჯგუფს. მოსწავლეები გადოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს მცდარია თუ სწორი დებულება. მოსწავლეები  არგუმენტირებულად მსჯელობენ და ასაბუთებენ  თავიანთ მოსაზრებებს.

მაგ. მცდარი და სწორი  დებულებების  დებულებებია:

1.ყავა,ჩაი და ბევრი სასმელი  შეიცავს ნარკოტიკს.

2.ალკოჰოლიზმი დავადებაა.

3.მარიხუანა  არ არის საზიანო.

4. ბევრი ნარკომანიით დაავადებული, თავდაპირველად მარიხუანას მომხმარებელი იყო.

 და ა. შ.

მსჯელობისას ხასგასმით ავღნიშნავთ  ნარკოტიკის სასიკეთო შედეგებს , ნარკორიკზე  დამოკიდებულებე,  მოზარდების ინტერესი და არასწორი  დამოკიდებულება. ვაჯამებ კითხვებით თემას და მაძლე ვადალებას  მოიპოვონ ინორმაცია  გამოჩენილ ადამიანებძე,  რომლებმაც გადამეტებული დოზირებით დაასრულენ სიცოხლე.

  9. საგანთა საგნობრივ ჯგუფთან(ეროვნული სასწავლო  გეგმასთან კავშირი):
ბიოლოგია.X.10.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკორდინირებელი სისტემის მნიშვნელობა  ორგანიზმისათვის.
საუბრობს ნერვულ სისტემისთვის  ზოგიერთი  მედიკამენტის დამაზიანებელ ეფექტზე.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

10. პროექტის ხელმძღვანელი: ფიქრია ხურციძე.

11.ხელმძღვანელის  ელ:ფოსტა:   piqriaxurcidze@gmail.com

12. პროექტის ვებ_გვერდი/ბლოგი:http:khurtsidze20.blogspot.com